пятница, 23 октября 2009 г.

თამარ მეფე







პროექტის გეგმა:
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები :
ჩავატარე აქტიური ლექცია თემაზე - საქართველო XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში, თამარის მეფობა. მოსწავლეთა დაინტერესების შემდეგ გადავწყვიტე პროექტი ამ თემაზე შემექმნა.მოვახდინე თემის განაწილება სამ ჯგუფზე.
I - ჯგუფი - თამარის საშინაო პოლიტიკა
II - საქართველო და გარე სამყარო
III - ყოფა და კულტურა
პირველი ჯგუფი იკვლევს თამარ მეფის დროინდელ საქართველოს საშინაო პოლიტიკურ პროცესს. იკვლევს სოციალურ საკითხებს, საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთობებს, კონფლიქტების მოგვარების გზებს თამარის დროინდელ საქართველოში.
მეორე ჯგუფი მოშაობს საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე მეზობელ სახელმწიფოებთან. იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებმაც საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის წარმატება განაპირობა, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოსთვის ამიერკავკასიის სავაჭრო გზების გაკონტროლებას.
მესამე ჯგუფი იკვლევს თამარ მეფის დროინდელ სახელმწიფო მმართველობის სისტემას, სამეფო კარზე არსებულ თანამდებობებს, მწიგნობართუხუცეს - ჭყონდიდელის ფუნქციებს და მათ როლს სახელმწიფოს მართვის საქმეში.
ტექსტებისა და წყაროების მიხედვით იკვლევენ ათაბაგის, მეჭურჭლეთუხუცესის, ამირსპასალარის, მანდატურთუხუცესის ფუნქციებს, საქართველოს სამეფო ხელისუფლების პოზიცია ქალაქების მიმართ, როგორი იყო მოქალაქეთა ძირითადი საქმიანობა თამარის ეპოქაში, იკვლევენ ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლებს, ფრესკებს.
მონაწილეთა ასაკი - IX კლასი
ვადები / ხანგრძლივობა - 10 დღე
პროექტის მიზანი: ა) შემეცნებითი
  • თამარ მეფის დროინდელი საქართველოს საშინაო პოლიტიკური პროცესის გაცნობა
  • საგარეო პოლიტიკის გაცნობა
  • ოქროს ხანა თამარის მეფობაში

ბ) განმავითარებელი

  • წყაროების, კლასიფიკაციის, შედარებისა და ანალიზის უნარი
  • ისტორიული პროცესების განმაპირობებელი ფაქტორების კლასიფიკაციის უნარი
  • თანამშრომლობის უნარი
  • საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის კავშირების დადგენის უნარი
  • მსჯელობის, დისკუსიის და პრეზენტაციის უნარი
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • იმფორმაციის სწრაფი და მიზნობრივი მოპოვებისა და აღქმის უნარი
  • პოლიტიკურ პროცესებს შორის კავშირის დადგენის უნარი
შედეგი
  • მსჯელობს სხვადასხვა დროის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ და აკეთებს მსგავსებისა და განსხვავების ჩამონათვალს
  • ახასიათებს და ადარებს საქართველოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში
ისტორიის, გეოგრაფიის, სამ. განათლების სწავლების მიზანია:
  • მოსწავლეს გამოუმუშავდეს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა
  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას
  • დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში
ზოგადი უნარ - ჩვევები
  • ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
  • კომუნიკაცია
  • კვლევა
  • პრობლემის გადაჭრა
  • სწავლის უნარი
  • თანამშრომლობა
რესურსები: სახელმძღვანელო, ბაგრატიონთა საგვარეულოს გენეალოგიური ცხრილი, ტექსტური მასალა, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, ვიდეო და ფოტო მასალა, მარკერი, ფურცლები, დაფა, ცარცი, კომპიუტერული ტექნიკა.
პროექტის ფასილიტატორი: ქეთი გორდელაძე
ketigordeladze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий